ფოთში, დევნილთა ახალ რაიონში კორპუსების მშენებლობაზე, უბედური შემთხვევის დროს, 42 წლის იური გულუა დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, მუშა მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

პოლიციის ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ფოთში, მალთაყვის უბანში, ახალ რაიონში დევნილებისთვის 7 კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. სამუშაოებს კომპანია “სანი” ახორციელებს.

გასულ წელს, ახალ რაიონში 32 კორპუსი აშენდა, სადაც ბინები სხვადასხვა რაიონში მცხორებ დევნილებს გადაეცათ.

კომენტარები