ანაკლია–განმუხურში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით განმუხურის ამპითეატრში საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი მოეწყო.

ოწვეულ სტუმრებთან ერთად ღონისძიებას დონეცკის ოლქის ქალაქ კრასნოარმეისკის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამპითეატრის სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ცნობილი ვარსკვლავები: ვერიკო ტურაშვილი, ანრი ჯოხაძე, თიკა ჯამბურია, ნინო ძოწენიძე, ქეთი გომართელი და ჯგუფი სეიშენი. არანაკლები ოვაციები და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა. მომღერლებმა ქართულთან ერთად უკრაინული სიმღერებიც შეასრულეს.

კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

კომენტარები