“საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის შსს-ს მაღალჩინოსნების შესაძლო ბრალეულობის დროს საქმის გამოძიების განსჯადობას. არსებობს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც განსჯადობის წესს აწესრიგებს, ანუ რომელმა უწყებამ რა კატეგორიის საქმეები უნდა გამოიძიოს.

ამ შემთხვევაში, თუკი საქმეში თავიდანვე იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების მიერ დანაშაულის ჩადენის კვალი, განსჯადობით ამ საქმის გამოძიება ეხება პროკურატურის საგამოძიებო ორგანოს, რადგან ამ რეგულაციის უპირველესი მიზანი სწორედ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვაა.

ასეთ შემთხვევაში, როდესაც შსს-ს თანამდებობის პირების ბრალეულობა შეიძლება დადგინდეს, აღნიშნული საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიოს პროკურატურის საგამოძიებო ორგანომ,” – განუცხადა TSpress-ს ხუციშვილმა.

კომენტარები