ზუგდიდის მე–4 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მსჯავრდებულები სხვა ციხეებში გადაჰყავთ. ამის შესახებ TSpress–ს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში განუცხადეს.

„ამის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ პატიმრები გადაჰყავთ სხვა დაწესებულებებში, თუმცა რა მიზეზით ეს ჯერჯერობით უცნობია. რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ციხეს თუ უნდა დაიხუროს ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ამ დღეებში გახდება ცნობილი,“ –აღნიშნა ირაკლი კორძაიამ.

TSpress-ი საკითხის გასარკვევად ზუგდიდის მე–4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელ ელდარ ქირიასაც დაუკავშირდა, თუმცა მან ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„ამ დღეებში ჩამოვლენ სამინისტროდან ჩვენთან, თქვენც გეტყვიან და ყველაფერს გაიგებთ,“ – აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულება სულ 390 პატიმარზეა გათვლილი, მათ შორის ქალ მსჯავრდებულებზე.

TSpress-ის ინფორმაციით, ციხეში ამ დროისთვის 20–მდე მსჯავრდებულია დარჩენილი.

კომენტარები