„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრისა და იურისტის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირები, რომელზეც ადამიანების წამებისა და შეურაცმყოფელი მოპყრობის ამსახველი კადრებია აღბეჭდილი, საერთოდ არ უნდა აჩვენოს, ამით კადრებში ასახული დამიანების პირადი საიდუმლოების უფლებას არღვევს.

ამის შესახებ TSpress–ს გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა.

„აღნიშნული ვიდეოჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძალადობის კადრებია ასახული, მაინც პირად საიდუმლოებას წარმოადგენს და ბუნებრივია უნდა ინახებოდეს საგამოძიებო ორგანოში, მისი შესწავლა–გამოძიებისთვის, მაგრამ მათი განსაჯაროება აყენებს იმ პირთა უფლებებს განსაკუთრებულ ზიანს, რომლებიც ამ ჩანაწერებზე არიან აღბეჭდილები. ირღვევა მათი პირადი უფლება და მათ განსაკუთრებულ სულიერ ტკივილს აყენებს,“ – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

მისივე თქმით, ჩემი ინფორმაციით, გუშინ ეს ვიდეოები დიპლომატებთან ჩვენებისას არ იყო დაფარული. ეს რამდენიმე წყარომ დამიდასტურა. დღეს ეს კადრები მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაიცების წარმომადგენლებს უნდა აჩვენონ.

„მიუხედავად იმისა რომ შსს–მ შესაძლოა მოახდინოს ამ ვიდეოების დაფარვა, როგორც თავად აცხადებს, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. რა სიკეთეს მოუტანს ეს საზოგადოებას, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიის წარმომადგნელები ნახავენ ამ ვიდეოს და რა ტკივილი მიადგებათ იმ ადამინებს, ვის შესახებაც ეს ვიდეოები არსებობს. ცალსახაა რომ ვიდეობის შემქმნელები მკაცრად უნდა დაისაჯონ, როგორც წამებაში მონაწილე სხვა პირები, მაგრამ, ამ შემთხვევაში არანაირი საზოგადოებრივი ინტერესი იმისა, რომ ამ ვიდეოების ნახვით უნდა დავრწმუნდეთ მის რეალობაში, ვფიქრობ, არ არსებობს. არავინ ეჭქვეშ მის ნამდვილობას არ აყენებს,“ – განაცხადა მშვენიერაძემ და დასძინა, რომ კიდევ ერთხელ იმის ნახვა, როგორ აუპატიურებს ერთი მამაკაცი მეორეს ჩვენების მიღების მიზნით, თუ ვინმეს სიამოვნებას მოჰგვრის ჩემთვის წარმოუდგენელია.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, მან რამდენიმე ადამიანს მოუწოდა ამ შეხვედრაზე არ წასულიყვნენ.

“ისინი დამპირდნენ მე რომ თუკი რაიმე ამგვარი ჩვენება იქნება დატოვებენ შეხვედრას. ეს ერთგვარი სიგნალი იქნება შსს–სთვის, რომ ასეთი ვიდეოების ჩვენება არ შეიძლება,” – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახურულ ფორმატში მედიასაშუალებების ხელმძღვანელებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უნდა აჩვენოს. გუშინ ანალოგიური ჩვენება დიპლომატებისთვისაც გაიმართა.

კომენტარები