თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამეგრელოში საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულების ადვოკატები აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ კი, არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა პირის, გარდა ერთის, პატიმრობის მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნისნისტვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ყველა ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

სასამრთლო პროცესს ცხრა ბრალდებულიდან პროცესზე თვითდაზიანებების მიყენების მიზეზით, პაატა ქირია არ იმყოფებოდა და მის ინტერსებს ადვოკატი იცავდა.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულები, შსს-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები მარლენ ხვიტია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, პაატა ქირია, რუსლან შამახია. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კობა თოდუა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გულია და თემურ უბირია.

მათ ბრალად წამება და თავისუფლების აღკვეთა ედებათ.

ფოტო – “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები