გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმარი მამუკა ბულუხია, რომელიც საქმის გადახედვისა და სასჯელის გადავადების მოთხოვნით, ჯამში თითქმის ერთი თვე შიმშილობდა პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა.

ბულუხიამ ციხის საავადმყოფო გუშინ დატოვა.

ბულუხიას დედის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეწყალებაზე პრეზიდენტს სასჯელაღსრულების სამინისტრომ მიმართა, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა.

მამუკა ბულუხიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ოჯახის წევრები მიიჩნევდნენ, რომ დაკავებულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

საქმის გადახედვის და სასჯელის გადავადების მოთხოვნით, პატიმარი 22 დღის მანძილზე შიმშილობდა, ხოლო მისი ახლობლები და მეზობლები გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ისინი ბულუხიას უკანონო პატიმრად მიიჩნევდნენ.

ციხის საავდმყოფოში პატიმარი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა და დახმარებას დაპირდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბულუხია, დაკავების დღიდან საკანში არ მჯდარა და ციხის საავადმყოფოში იხდიდა სასჯელს.

ფოთის მკვიდრი, 40 წლის მამუკა ბულუხია სამართალდამცავებმა, დაახლოებით 2 წლის წინ, ნარკოტიკების შეძენა- შენახვის ბრალდებთ დააკავეს, მოგვიანებით, კი საქმე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო დაუმძიმეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის დამძიმების გარემოება, დაკავებამდე არსებული პირობითი მსჯავრი და მანქანის მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა იყო.

ბულუხია დანაშაულს არ აღიარებდა და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევდა. როგორც სხვადასხვა უწყებებში გაგზავნილ წერილში წერს, პოლიციამ ნარკოტიკები ჩაუდო. მისი განმარტებით, ის ისე გაასამართლეს, რომ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა, არც მოწმეები არსებობდნენ და საქმეში არც მისი აღიარებითი ჩვენება დევს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბულუხიასთვის წაყენებული ორივე მუხლის ამნისტირებული გახდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბულუხიას მანქანის უკანონო მართვის ბრალდება მთლიანად გაუუქმდა, თუმცა ნასამართლეობა დარჩა, რის გამოც პატიმარს ამნისტია არ შეხებია.

ამავე თემაზე:

მოშიმშილე პატიმარი გაათავისუფლეს

პატიმარმა, რომელმაც შიმშილობა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა, ისევ შიმშილობს

თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა

მოშიმშილე პატიმრის მხარდასაჭერი აქცია ფოთში [Video]

მოშიმშილე პატიმრის დედა მინისტრის განცხადებას შიმშილობის შეწყვეტაზე უარყოფს

მოშიმშილე პატიმრის დედა შვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს [Video]

გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი მე-14 დღეა შიმშილობს

კომენტარები