ფოთის პოლიციამ, პრეზიდენტის ვიზიტის დროს, პრეზიდენტის დაცვის წევრების მიერ ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე,Tspress – ის ჟურნალისტი იზა სალაყაია დაკითხა.

შემთხვევა 2012წლის 3 მაისს მოხდა. TSpress–ის ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას (საავადმყოფოს ოფიციალური გახსნაზე) პრეზიდენტის დაცვის ხუთმა წევრმა ჟურნალისტს გადაღება აუკრძალეს, შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ვიდეოგადამღები და პირადი ჩანთა წაართვეს, მოგვიანებით, დაბრუნებულ კუთვნილ ნივთებს შორის აღარ იყო ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათი.

ჟურნალისტი პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველ უკმაყოფილო მოსახლეობას იღებდა, რომელთა ნაწილი ცდილობდა პრეზიდენტისთვის წერილი გადაეცა. პრეზიდენტის დაცვა კი მოსახლეობას სააკაშვილთან მისვლის უფლებას არ აძლევდა. ინციდენტიც სწორედ ამ დროს მოხდა.

აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი, ამჟამად პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი, რაზეც მას არაფერი უღონია. სწორედ მისი თანდასწრებით, ჟურნალისტს გადაღების პროცესში პრეზიდენტის დაცვამ კამერის გათიშვა მოთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ძალის გამოყენებით მის გათიშვას შეეცადა.

ფაქტის შეტყობინების განცხადებით, გამოცემამ ფოთის რაიონულ პროკურატურას მიმართა.

აღნიშნულ პროცესში პრეზიდენტის დაცვასთან ერთად მონაწილეობდნენ სამახრეო და ადგილობრივი პოლიციის თანამშროლმები, მათ შორის პოლიციის უფროსი, დიმიტრი შენგელია, რომელიც ჟურნალისტს თხოვდა კადრები ეჩვენებინა, პრეზიდენტის თანმხლებ პირებს კი პირდებოდა, რომ „კადრების პრობლემას თავად მოაგვარებდა“.

პროფესიულ საქმიანობაში ხელიშემშლელი ერთ- ერთი პირი ჟურნალისტმა გადაღებულ კადრებში ამოიცნო, რომელიც გამოცემამ მაშინვე გამოაქვეყნა. გამოცემა ასევე მოწმეებს ასახელებდა, თუმცა გამოძიება სამართალდამცავებს არ დაუწყიათ.

შეგახსენებთ, რომ TSpress – მა 2010– 2012 წწ. სამართალდამაცვებს კანონდარღვევისა და ჟურნალისტური საქმიანობაში ხელშეშლის 9 ფაქტის შესახებ მიმართა.

კომენტარები