„მე ვთანხმდები კანდიდატის რანგში პრაიმერში მივიღო მონაწილეობა“ – განაცხადა უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე რუსთავი2-ზე გადაცემა „პოზიციაში“.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო, მაგრამ რადგანაც აწუხებს ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, რადგანაც გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას ადამიანების წინაშე, რომელებიც წინა ხელისუფლებია დროს ძალადობია მსხვერპლი იყვნენ, ასევე გრძნობს ვალდებულებას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისადმი, რომელთაც ახლა, ცხრაწლიანი საამაყო წარსულის შემდეგ დღეს თანადგომა სჭირდება.

„ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე. ჩემს ვალდებულებას ვგრძნობ, მორალური ვალდებულებები მაქვს იმ ადამიანების წინაშე, ვინც წინა ხელისუფლებაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასევე პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩვენი მომხრეების წინაშეც. მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმ ცხრა წლით, რაც ერთად გამოვიარეთ. ამასთანავე, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები“.

დავით ბაქრაძის თქმით, „ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა დაიწო მაშინ, როდესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი სამართალდამცავი სისტემების უსამართლობას ამართლებდა. ეს ჩვენი გამოცდილებაა და მინდა გაითვალისწინოს მოქმედმა ხელისუფლებამ“ – თქვა მან. მისი აზრით, ქვეყანა მიმდინარე მომენტში დაჭერიდან-დაჭერამდე, შოკიდან-შოკამდე პროცესში ცხოვრობს და აუცილებელია პოლარიზაცია და დაპირისპირება დასრულდეს, და ქვეყანა ჩვეულებრივ ყოფით რეჟიმს დაუბრუნდეს.

დავით ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოებთან დაკავშირებით და თქვა: „უნდა დაისაჯონ ყველანი, ვინც ავალებდა, ვისაც ევალებოდა ეს არ მომხდარიყო, ვინც აკეთებდა, ნებისმიერი უნდა დაისაჯოს, თუნდაც ზედა წერტილი იყოს: დავით ბაქრაძე, მიხეილ სააკაშვილი ან ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ მართლაც გულწრფელად გვჯეროდა, რომ პოლიციაში აღარ იყო ძალადობა და ვამაყობდით ამით, ეს მასალა იყო უზარმაზარი ტრავმა, შოკი და ტრაგედია ჩემთვის,“ – თქვა უმცირესობის წევრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კომენტარები