დღეს, 11 – 18 სთ- მდე ფოთის ცენტრისა და ნინოშვილის უბნის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. აღნიშნულზე ინფორმაცია TSpress “ენერგოპროჯორჯიამ” მიაწოდა.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგია დაახლოებით 3500 აბონენტს გაეთიშება.

“ენერგოპროჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის, გენო სურმავას განმარტებით, გათიშვის მიზეზი გეგმიური პროფილაქტიკურ სამუშაოების ჩატარებაა.

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოების გამო კვირის განმავლობაში, დღეში რამდენიმე საათით ელექტროენერგია ქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად ყველა უბანს გაეთიშება.

კომენტარები