არჩევნებთან დაკავშრებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება დღეს მისმა პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმოვანა.

საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგი გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა.

“საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის პირველმა პირმა მიიღო გადაწყვტილება, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა 2013 წლის 1 ივლისის განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. დავაზუსტებ – ეს არის ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა კოკი იონათამიშვილის მიერ პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილთან დაკავშირებით მედიის შეკითხვასაც უპასუხა. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკას სავაჭრო თემად არ ხდის.

კომენტარები