პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა. ანდრო ბარნოვმა არასწორი თარიღის გამოცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ შეცდომა ტექნიკური მიზეზით იყო განპირობებული.

მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეგზავნა შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული განკარგულება უკვე დევს კიდეც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომენტარები