ამასთან დაკავშირებით, იგი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

„როდემდე უნდა მოითმინოს უცხოეთში მყოფმა ქართველობამ დამცირება და მეორე კატეგორიის ადამიანებად მიჩნევა? ხუთშაბათს არჩევნების დანიშვნა, სხვა „რთულ” გათვლებთან ერთად, არის ამ ხალხის დაცინვა, მათი მდგომარების გაუთვალისწინებლობა და ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა” და „მისი“ პრეზიდენტი უცხოეთში გადახიზნულ ქართველებს არაფრად თვლის, არ ენდობა და მისი ხმების იმედი არ გააჩნია (სწორი შეფასება კი არის მათი მხრიდან).

ჯერ კიდევ კანტიკუნტად არსებული „მიშისტები” უცხოეთში ამაზე, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ და სხვებმა ამას რამე რეაქცია უნდა მისცენ. მათ მაინც, ვისთვისაც ეს ხმა რაღაცას ნიშნავს და ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქედ ყოფნის სურვილი ამოძრავებს.

ყველა ელჩს ახლავე მოეთხოვოს – ის ჯერ კიდევ „ნაციონალების“ მიერაა დანუშნული თუ ახალი ხელისუფლების მიერ… რა ზომები იქნა მიღებული, რათა სიაში ჩაწერა ყველასთვის გაადვილებული და უზრუნველყოფილ იყოს. იმისათვის, რომ უცხოეთში მყოფ ქართველებისთვის, ვინც დედაქალაქებში არ ცხოვრობენ და ვინც დარეგისტრირდება ელექტრონული საშუალებით, წინა კვირას უბნის გახსნით ან კიდევ ნებისმიერ დამტკიცებულ საშუალებით ხმის მიცემა შესაძლებელი იყოს ყველა უცხოეთში მყოფ ქართველისათვის!

ეს არის ჩემი თხოვნა მიმართვა საგარეოსთან, ცესკოსთან პოლიტიკურ პარტიებთან და საერთოდ საქართველოს მთავრობასთან: თუ კი გამოცხადებული გვაქვს, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე უფრო დემოკრატიული იქნება, მილიონ-ნახევარი ქართველი ხმის გარეშე ვერ დარჩება!!!“ – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

კომენტარები