ერთ საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ფოთის ქუჩები დაიტბორა. მოსახლეობის ნაწილს წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შეუვიდათ.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ ჯამბურიას განცხადებით, დატბორვის მიზეზი უხვი ნალექია. მისი თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდებულია და წვიმის წყლის მიღება უჭირს.

“გაგვიმართლა, რომ ზღვაზე შტორმი არ იყო და წყალი ზღვამ პრობლემის გარეშე მიიღო.” – აღნიშნა ჯამბურიამ.

ის ქალაქის დატბორვის ერთ- ერთ მიზეზად არასაკმარისი რაოდენობის სატუმბ სადგურებს ასახელებს.

ფოთში სულ 7 სატუმბი სადგურია, ჯამბურიას განმარტებით ყველა მათგანი გამართულად მუშაობს, თუმცა ეს არასაკმარისია. როგორც ის განმარტავს, პრობლემების სრულად მოგავრებისთვის ქალაქს 16 სადგური ესაჭიროება.

ფოთში, რამდენიმეწუთიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ქალაქის ქუჩები მუდმივად იტბორება. მიზეზად სპეციალისტები არასაკმარისი რაოდენობის სატუმბ სადგურებთან ერთად და გაუმართავ სანიაღვრე არხებსაც ასახელებენ.

კომენტარები