ფოთის პოლიციის მიერ ჯართის მიმღები პუნქტის მფლობელის, ელისო წურწუმიას დაჯარიმების ფაქტზე სასამართლო პროცესი მეორედ გადაიდო. მიზეზი მოწმის, ჯართის მფლობელის არგამოცახდება გახდა, თუმცა სასამართლო პროცესზე მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ჯართის მფლობელზე საკუთრების დამადასტურებელი განცხადების გაცემის ფაქტი დაადასტურეს, რომლის ნამდვილობას პოლიცია ეჭქვეშ აყენებდა.

პოლიცია ჯართის მიმღები პუნქტის მფლობელს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, მატარებლის ლიანდაგის რესლების ჩაბარებას ედავება, რაც 5 ათასამდე ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ელისო წურწუმიას განცხადებით, მიღებული ჯართი არა ლიანდაგის რელსი, არამედ საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალაა, რაც წინა სხდომაზე ჯართის ჩამბარებელმა, გიზო ცაავამაც დაადასტურა.

წინა სასამართლო სხდომაზე საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად, რომ ჯართი ნამდვილად ცაავას ეკუთვნოდა და მის სახლში ინახებოდა, უბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის, ვახტანგ არზიანის მიერ ცაავას მეუღლის, ნანა კალანდიას სახელზე გაცემული სპეციალური განცხდება იქნა წარმოდგენილი, რომელიც პოლიციამ ყალბად მიიჩნია.

გამომძიებლი აღნიშნავდა, რომ მუნიციპალიტეტს განცხადება ჯართის მიმღებმა, ელისო წურწუმიამ მას შემდეგ დააწერინა, რაც საქმით პოლიცია დაინტერესდა. გამომძიებლის მტკიცებით, გაცემული ცნობისა და მისი შინაარსის შესახებ კალანდია ინფორმირებულიც არაა, რადგან სჯარო სამსახურის თანამშრომლებმა ცნობა წურწუმიას გადასცეს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მუნიციპალიტეტის მთავრმა სპეციალისტებმა: ვახტანგ არზიანმა, ქეთევან ქობალიამ და ირინე ბასილაიამ ცნობის ნამდვილობა დაადასტურეს და განმარტეს, რომ ჯართი ცაავების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს, რასაც მეზობლებიც ადასტურებენ.

მოწმეების დაკითხვის შემდეგ , მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ოქმის შემდგენელ ინსპექტორ-გამომძიებელ ანი ქოიავას რამდენჯერმე შეახსენა, რომ მტკიცებულების გარეშე ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებულად დასახელება არასამართლიანია.

„პოლიციელის მხრიდან დოკუმენტის გაყალბებაზე საუბარი სერიოზული საკითხია. თუ რაიმე მტკიცებულება გაქვთ უნდა მიმართოთ შესამაბის საგამოძიებო ორგანოებს, როგორიც თავად ხართ. სასამართლო არ არის ასეთი ორგანო“- განმარტა მოსამართლემ.

მისი თქმით, ვინაიდან ცნობა გაცემულია ნანა კალანდიას სახელზე მისი ჩვენებაც მნიშვნელოვანია, ამიტომ მას სასამართლო პროცესზე გამოცხადებისთვის კიდევ ერთი დღე მიეცა.

ელისო წურწუმიას განცხადებით, დაჯარიმების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ის პოლიციის მხრიდან, სხვა მეწარმეებისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გახშირებაზეც საუბრობს და პოლიციას მსგავსი ჯარიმებით მცირე მეწარმეების შევიწროვებაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე:

ფოთის პოლიციას მეწარმე შევიწროვებაში ადანაშაულებს [Video]

კომენტარები