ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის იუბილის აღსანიშნავად ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. მეუფემ ტაძრის მშენობლობაში შეტანილი წვლილისთვის შემომწირველების სახელზე პარაკლისი (სამადლობელ-სავედრებელი ლოცვა) გადაიხადა.

საზეიმო წირვას ქალაქში მოქმედი ყველა ტაძრის სასულიერო პირი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ტაძრის მრევლი ესწრებოდნენ.

მეუფემ ტაძრის შემომწირველი ყველა პირი დალოცა. მისი თქმით, შემომწირველობა ღვთის დიდი მადლია.

პარაკლისის შემდეგ მრევლმა მეუფეს იუბილეც მიულოცა.

“დღეს ლამაზი დღეა, ვულოცავ მეუფეს დაბადების დღეს. ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღვრად დიდხანს ყოფილიყოს.” – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

“ძალიან გვიხარია მეუფის დაბადების დღის აღნიშვნა საზეომო წირვით, რომ ხდება. ჩვენ ამ დღეს ყოველწლიურად განსაკუთრებით ავღნიშნავთ .” – აღნიშნა ერთ-ერთმა მრევლმა და მეუფეს დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

საზეომო წირვისა და პარაკლისის გადახდის შემდეგ მეუფემ ტაძარში შეკრებილებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

საეკლესიო ღონისძიების დასრულების შემდეგ, მრევლისა და შემომწირველი ბიზნესმენების ინიციატივით მეუფის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ტრაპეზი მოეწყო.

კომენტარები