“ვლადიმერ ბედუკაძის თავისუფლება, როგორც წამებაში მონაწილის დაუსჯელობა სააკაშვილის უბინძურესი რეჟიმის დაშვებისთვის მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ტვირთად უნდა ვზიდოთ.”- განაცხადა TSpress – ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკელების” ფოთელმა ლიდერმა, გაიოზ ქინქლაქძემ.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ის მხარს უჭერს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ბედუკაძის დასჯა მომავლისთვისაც ცუდი პრეცენდენტი იქნება.

“მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორების წამების შემთხვევაში დასჯის შიშის გამო ამბის გამომტანიც არავინ იქნება”- აღნიშნა ქინქლაძემ.

მისი თქით, ბედუკაძის დასჯა ამჟამად მხოლოდ ყოფილი ხელისუფლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს აწყობთ.

“მივმართავ ყველას, ნებით თუ უნებლიედ არ აღვასრულოთ ყოფილი ხელსიუფლების სურვილი.”- განაცხადა ქინქლაძმ.

კომენტარები