TSpress–ზე გასული მასალის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტის სოფელ ნარაზენში მცხოვრები ცაავების 3–სულიანი ოჯახი, რომელსაც წელიწადში 200 ლარი ჰქონდა შემოსავალი და თავს მეზობლისგან ნათხოვარი ძროხითა და 3 ქათმით ირჩენდა, სოციალურ დახმარებას სექტემბრიდან მიიღებს.

როგორც TSpress–ს ზუგდიდის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსმა ბესიკ თოდუამ განუცხადა, ოჯახში შეივსო სპეციალური ფორმა, რომლის მიხედვითაც ცაავები დახმარებას უკვე სექტემბერში აიღებენ, ხოლო ამ თვიდან ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით ისარგებლებენ.

ბესიკ თოდუას თქმით, ვალერიან ცაავას ოჯახი თვეში დახმარების სახით 156 ლარს მიიღებს.

სოციალურმა მუშაკმა ოჯახი აპრილის თვეში შეამოწმა და ოჯახის სოციალური–ეკონომიკური მდგომარეობა აღწერა, სპეციალური კითხვარის მეშვეობით დეკლარაციაც შეავსო. ერთი თვის შემდეგ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოდან 59520 ქულა მიუვიდა. მას შემდეგ რაც მედიაში ამ ოჯახის პრობლემა გაშუქდა სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახის მდგომარეობის ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შემდეგ დახმარების დანიშვნაც გადაწყდა.

55 წლის ვალერი ცაავა, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ორსართულიან ამორტიზებულ სახლში ცხოვრობს. სახლის მეორე სართული საცხოვრებლად უვარგისია. იატაკზე წვიმისას წყლის გუბეებიც ჩნდება. წყალი ჩადის სახლის პირველ სართულზე და იატაკსა და ფანჯრებს აზიანებს და ალპობს.

ამავე თემაზე:

წელიწადში 200 ლარისა და ნათხოვარი ძროხის ანაბარა დარჩენილი ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე [Photo/Video]

კომენტარები