“სამეგრელო ვალშია, სამეგრელომ არჩევნები წააგო. ახლა კი ჩვენ შურს ვიძიებთ ამ ნაძირლებზე. არ დავთმობთ იმ თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ. ყველანი პოლიტიკურ სანაგვეზე”- განაცხადა ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კახა მიქაიამ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერის, კახა მიქაიას განცხადებით, მთელ ქვეყანას უნდა დაანახონ, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხალხს აუპატიურებდა სამეგრელოში არ შემოესვლება.

“ჩვენ მოვიტანეთ, საიდუმლო სამალავებიდან ნარი, რაზეც ხალხს აუპატიურებდნენ. სააკაშვილების, ბაქარაძეების და ახალაიების ადგილი ამ ნარზეა. ჩვენ ვითხოვთ გაწვნენ პოლიტიკურად ნარზე.”- განაცხადა მიქაიამ

შეგახსენებთ, რომ დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერში მონაწილეებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ცოცხებით, ბარებითა და თოხებით დახვდნენ.

ისინი ყოფილი მმართველი გუნდის წევრებს პრაიმერის ჩატარებისა და შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით აქციის ათამდე მონაწილე დააკავა.

ამავე თემაზე:

პოლიციამ ზუგდიდში აქციის მონაწილეები დააკავა [Video]

დავით ბაქრაძე – ხელისუფლებისგან ქვების სროლის დონეზე ლაპარაკს ვხედავთ [Video]

ზუგდიდში “ნაციონალურ მოძრაობას” ცოცხებითა და ბარებით დახვდნენ [Photo]

ზუგდიდში აქციის მონაწილეები ნაციონალებს წყლიან ბოთლებს ესვრიან

“ქართული ოცნების” აქტივისტების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება “ნაციონალებთან” [Video -Photo]

კომენტარები