ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთ სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 12 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

როგორც შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგასენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის თეატრში “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერში მონაწილეებს თეატრის გარეთ შეკრებილი აქციის მონაწილეები შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ადგილი ჰქონდა წყლიანი ბოთლებისა და ქვების სროლას.

კომენტარები