თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და სასულიერო პირების სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ბაჩო ახალაიას მამამ როლანდ ახალაიამ პოლიტპატიმარსა და უფლებადამცველ გიორგი გაბედავას სასამართლოს ეზოდან ყავით სავსე ჭიქა ესროლა.

როგორც თავად გიორგი გაბედავა აცხადებს, როლანდ ახალაიამ პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის ოჯახს სერიოზული ზიანი უკანონოდ მიაყენა და წარსულიდან ფაქტი გაახსენა, სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი.

როლანდ ახალაიასა და ბაჩო ახალაიას დამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა ეზოში შეკრებილმა მოქალაქეებმაც მიაყენეს, რომლებსაც ადვოკატმა გიორგი ონიანმა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხა.

კომენტარები