დევნილთა ახალი მოწმობების გაცემა 1 ნომებრიდან დაიწყება, თუმცა მანამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელახალი რეგისტრაცია მოხდება. დევნილთა რეგისტრაცია სამეგრელოში უკვე დაიწყო.

სარეგისტრაციო პუნქტები ზუგდიდში, ფოთში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხობშია გახსნილი.

„დევნილთა რეგისტრაციაზე რეგიონში 12 სარეგისტრაციო კომისია მუშაობს. ხდება მონაცემების გადამოწმება, რომ დავადგინოთ რამდენი დევნილია ქვეყანაში“- განაცხადა დევნილთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა მურად აბლოთიამ.

მისი თქმით, დევნილთა ახალი მოწმობების გაცემა 1 ნოემბრიდან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში მოხდება.

„რადგან ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და ამ პროცესს ხელი, რომ არ შევუშალოთ გადაწყდა მოწმობები არა რომელიმე კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებამ არამედ მომსახურე ბანკმა დაარიგოს“- განაცხადა აბლოთიამ Tspress – თან საუბრისას.

სამეგრელოში დევნილთა რეგისტრაციისთვის სამინისტროს მიერ გადამზადებული და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური ჯგუფები მუშაობენ. იმ დევნილებისთვის კი, რომლებთაც გადაადგილება არ შეუძლიათ გამოყოფილია სპეციალური მობილური ჯგუფი. თითო დევნილის რეგისტრაციისთვის 10 წთ გათვლილი.

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის მისაღებად ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, 032 243 – 11- 00.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, შემდგომ ეტაპებზე კი სხვა რეგიონებს მოიცავს.

კომენტარები