„ეთანხმებით თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას და როგორ აფასებთ ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობას?“ – ამ კითხვით TSpress-მა ზუგდიდის მოსახლეობას მიმართა.

გამოკითხულთა ნაწილი აცხადებს, რომ თუ გამოძიებას ახალაიას მიმართ ამ ბრალდებების გარდა სხვა არაფერი აქვს მისი ციხეში დატოვება არ ღირს. მას რაც აქვს გაკეთებული რეალურად არცერთი ბრალი არ წაუყენებიათ.

ნაწილს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბაჩო ახალაია უდანაშაულოა. ის ამას არ იკადრებდა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ახალაია უდანაშაულოდ სამ საქმეზე ცნო: სენაკის სამხედრო ბრიგადაში ჯარისკაცების დასჯის, კომპანია “არტ-ფეისის” პრეზიდენტის, ქუთაისის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრის ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობის.

მას ბრალი კიდევ 7ნოემბრის მოვლენების, სპეცრაზმელის პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტზე აქვს წაყენებული, რაზეც სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

კომენტარები