ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არჩევნების შემდგომ ვითარებას აფასებენ და აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ მათთვის პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები არაფერია.

„რა შეიცვალა თქვენთვის, პროფესიულად, არჩევნების შემდეგ?“ – ამ კითხვით TSpress–მა ზუგდიდში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს მიმართა.

გამოკითხვაში მონაწილეობა სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, ექიმებმა, ჟურნალისტებმა და მასწავლებლებმა მიიღეს.

გამოკითხულთა ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მათთვის არაფერი შეცვლილა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ მათთვის პროფესიულად არჩევნების შემდეგ საქმე უკეთესობისკენაა და გაეზარდათ ხელფასები.

გამოკითხული მეხანძრეები ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ ხელფასების მომატებასთან ერთად, ახალი შენობის მშენებლობაც დაიწყო. ჟურნალისტები არჩევნების შემდგომ ერთადერთ პროგრესად საჯარო მოხელებსა და მათ შორის ურთიერთობის შეცვლას ასახელებენ.

ექიმები მიიჩნევენ რომ, არჩევნების შემდეგ ერთადერთი პროგრესი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების მანქანების შესაბამისი აპარატურით დაკომპლექტებაა, თუმცა იმედოვნებენ, რომ მომავალში ბევრი სიახლე და წინ გადადგმული ნაბიჯი ექნებათ.

როგორც TSpress–თან საუბრისას გამოკითხული მასწავლებელი აცხადებს, მისთვის და მის სკოლაში ყველაფერი ისევეა, როგორც არჩევნებამდე იყო.

კომენტარები