“იმედი მაქვს ფოთს უფრო კარგი და დიდი საკონცერტო დარბაზი ექნება. კონცერტებსაც უფრო მეტი ფოთელი დაესწრება,”– აღნიშნა TSpress – თან საუბრისას მომღერალმა, გიორგი სუხიტაშვილმა.

კონცერტის მიმდინარეობისას მაყურებელს ფოთის მერმა, დავით სარსანიამ მიმართა. მისი თქმით, წლებია, ფოთში საკონცერტო დარბაზის არარსებობა, პრობლემაა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით მიღებული 12 მლნ ლარის ნაწილით მალე მოგვარდება და ფოთს თეატრს ახალ შენობა ექნება.

ნინი წიკლაურმა და სალომე ბაკურაძემ ფოთელი ახალგაზრდობისა და მაყურებლის ემოციებზე ისაუბრეს.

კომენტარები