“ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ივერი გოგიბერიძემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ბრალდება, დადსტურების შემთხვევაში, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმე პროკურატურამ გახსნილად 2 აგვისტოს გამოაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 4 თანამშრომლი დააკვა და 7 პატიმარს კი ბრალი წაუყენა.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ციხის ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გეგუთის #14 დაწესებულებაში, 14 მაისს, ოფიციალური ვერსიით, პატიმრებს შორის ჩხუბის დროს ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, 23 მაისს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გარადაიცვალა.

18 წლის ლევან კორტავა, ფოთის პოლიციამ 2007 წელს, შობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა, რისთვისაც სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობის გამო, ბრალი დაუმძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულს თანამშრომლობა და ბრალის აღიარება მოთხოვა. პატიმარმა ბრალი არ აღიარა, თუმცა მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე თემაზე:

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ციხის ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვს

პატიმრის გარდაცვალების საქმეზე სასჯელაღსრულების თანამშრომლები დააკავეს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს

მთავარი პროკურორი – პატიმრის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას არ უკავშირდება

ომბუდსმენის აპარატი – გარდაცვლილი პატიმრის დამოუკიდებელ ექსპერტიზას ვერ ვუზრუნველვყოფთ

სოზარ სუბარი განსხვავებული განცხადებების გავრცელების მიზეზს განმარტავს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი – დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე მიცვალებულს არ დავკრძლავთ [Video]

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

საია პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს სწავლობს

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

სოზარ სუბარი- პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ციხის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

კომენტარები