ის პატიმრის გარდაცვალებაში სასჯელაღსრულების მინისტრის რეჟიმს ადანაშაულებს და სასამართლოს და პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.

მისი თქმით, ციხეს ქურდული მენტალიტეტის პატიმრები აკონტროლებენ.

ხათუნა კორტავას განცხადებით, ციხის სხვა თანამშრომლებთან ერთად ბრალი, პირველ რიგში, გეგუთის ციხის ყოფილ უფროსისთვის მალხაზ სინაურიძისთვისაც უნდა წარედგინათ, თუმცა, მისივე ვარაუდით, მას ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები მფარველობენ.

სასამართლოს მიკერძოების დასტურად, მას საქმეზე დაკავებული ციხის თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტი მოყავს.

როგორც ცნობილი გახდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გეგუთის ციხის თანამშრომლები: გიგა კოხოძე, ალეკო ბაბუნაშვილი და თენგიზ ნასარაია, 5-5 და 10 ათასიანი ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ გეგუთის #14 დაწესებულებაში, 14 მაისს, ოფიციალური ვერსიით, პატიმრებს შორის ჩხუბის დროს ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, 23 მაისს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გარადაიცვალა.

საქმე პროკურატურამ გახსნილად 2 აგვისტოს გამოაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 5 თანამშრომლი დააკავა და 7 პატიმარს კი ბრალი წაუყენა.

ამავე თემაზე:

პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე ციხის დირექტორის მოადგილე დააკავეს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ციხის ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვს

პატიმრის გარდაცვალების საქმეზე სასჯელაღსრულების თანამშრომლები დააკავეს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებს

მთავარი პროკურორი – პატიმრის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას არ უკავშირდება

ომბუდსმენის აპარატი – გარდაცვლილი პატიმრის დამოუკიდებელ ექსპერტიზას ვერ ვუზრუნველვყოფთ

სოზარ სუბარი განსხვავებული განცხადებების გავრცელების მიზეზს განმარტავს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი – დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე მიცვალებულს არ დავკრძლავთ [Video]

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

საია პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს სწავლობს

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

სოზარ სუბარი- პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ციხის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

კომენტარები