ფოთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სკოლა გაიხსნა.

სკოლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში იფუნქციონირებს.

სკოლის გახსნის ორგანიზატორებმა ადგილობრივი ბიზნესმენ ნოდარ კორსანტიას, როგორც თანადამფინანსებელს, მადლობა გადაუხადეს.

სკოლის გახსნას ესწრებოდნენ სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც საზეიმო ლენტი გაჭრა.

ბესელიამ სახელმწიფოს მთავარ სტანდარტად პატიმრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ მოპყრობა დაასახელა.

“სამოქალაქო კულტურა ორი სტანდარტით განისაზღვრება: როგორ ეპყრობა ქვეყანა შეზღუდული შესაძლებლობების პირებს და როგორ ეპყრობა პატიმრებს,”- განაცხადა ბესელიამ.

დღის სკოლაში ჯერჯერობით ოცდარვა ბენეფიციალია. მათ სამარშუტო ტაქსი მოემსახურებათ. სკოლა წმ. გიორგის ქუჩაზე განთავსდა.

კომენტარები