დღეს, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიაში, „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა ფოთელ ახალგაზრდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკუთარი საქმიანობა და ახალი კონკურსი გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ფონდი 2000 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წახალისება. ფონდის დირექტორმა, ირაკლი ჟორკოლიანმა ისაუბრა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც 5 აგვისტოს გამოცხადდა. კონკურსის ბოლო ვადა 30 აგვისტოა. მასში მონაწილეობა შეუძლიათ რეგიონულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და კერძო პირებს. უპირატესობა მიენიჭება გრძელვადიან პროექტებს.

კონკურსის მიზანია, საქართველოს რეგიონების გააქტიურება და ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

“მასში ჩართულია 73 მუნიციპალიტეტი და გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება 10 000 ლარამდე საგრანტო თანხის ოდენობით,“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს, ანა ბაქანიძეს და ფოთის მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების განყოფილების უფროსს, გვანცა მხეიძეს მიმართონ, რომელიც დღეს ფონდის საკონტაქტო პირად წარადგინეს. ასევე დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 577 13 20 15

კომენტარები