ფოთის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით მოეწყო.

კონცერტში მონაწილეობა „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეებმა: ლუკა მეტრეველმა, ნინა სუბლატმა და ლევან მასპინძელაშვილმა მიიღეს.

მათთან ერთად კონცერტში ადგილობრივი შემსრულებლები: ლიკა მანაგაძე, ია ჯანელიძე და ქორეოგრაფიული ჯგუფი „ბუმიც” მონაწილეობდნენ.

“ფოთში პირველად რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, დილის 7 სთ -ზე ქუჩაში არავინ დადიოდა, ცოტა შემეშინდა. კონცერტზე სულ სხვა მუხტი დამხვდა. არ მეგონა თუ ასეთი ცოცხალი ქალაქი იყო”- აღნიშნა TSpress – თან საუბრისას ლევან მასპინძელაშვილმა.

ნინა სუბლატის თქმით, ფოთში ამდენ ახალგაზრდას კონცერტზე არ ელოდა.

კონცერტი ფეირვერკებით დასრულდა.

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას განცხადებით, კონცერტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარი გამოიყო.

მისი თქმით, თანხა სცენის მონტაჟს, ფეიერვერკებსა და საორგანიზაციო ნაწილს მოხმარდა. მომღერლების ანაზღაურება კი სამინისტრომ უზრუნველყო.

კომენტარები