სპექტაკლი ერთმოქმედებიანი სექსუალური კომედიაა. სიუჟეტი სიყვარულის მაძებელი ქალის ირგვლივ ვითარდება.

მთავარი მოქმედი გმირის – ანას როლს ფოთელი მსახიობი მარიკა ბუკია ასრულებს. ანა როგორც ყველა ქალი, სიყვარულს დაეძებს.

პაველს, რომელიც მექალთანე და უპასუხისმგებლო მამაკაცია, განასახხიერებს მსახიობი ჯანო იზორია.

სპექტაკლში მონაწილეობენ ასევე მსახიობები: სანდრო გუჯაბიძე, გია სურმავა.

ქორეოგრაფიულ გაფორმებას უზრუნველყოფს ლევან მაშავა, მხატვრულ გაფორმებას კი მარიკა კვაჭაძე.

კომენტარები