აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ფოთელებს სამედიცინო გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდებათ. გამოკვლევას “ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ” ექიმები უზრუნველყოფენ.

სამუშაო ჯგუფი ანგიოქირურგების, გინეკოლოგების, ზოგადი ქირურგების, ტრავმატოლოგების, პროქტოლოგების, ოფთალმოლოგების, თერაპევტების, კარდიოლოგებისა და ნევროლოგებისგან შედგება.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდებათ. მომსახურება თავდაპირველად დევნილებისთვის და სოცილურად დაუცველებისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა შემდგომი გადაწყვეტილებით ის ყველა კატეგორიაზე გავრცელდა. გამოკვლეული პაციენტები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

“სამომავლოდ სტაციონარული ამბულატორია ფოთშიც გაიხსნება”– აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა, გენადი გადელიამ TSpress-თან განცხადა. აქცია მერიის მხარდაჭერით ტარდება.

გამოკვლევები 26 მაისის ქუჩაზე, N-I საბავშვო ბაღის შენობაში,16–17 აგვისტოს 10–დან 7 საათამდე ტარდება.

კომენტარები