აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული უფასო სამედიცინო გამოკვლევები აქციის მეორე დღეს, ფოთში მხოლოდ დევნილებზე გავრცელდა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის დირექტორის, მადონა ჭეიშვილის განცხადებით, გამოკვლევები თავიდანვე მხოლოდ დევნილთათვის იყო განკუთვნილი, თუმცა ფოთის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, პირველ დღეს ის ადგილობრივ მოსახლეობაზეც გავრცელდა.

” გამოკვლევის პირველ დღეს, სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევა150–მდე რიგითი ფოთელს და დევნილს ჩაუტარდა, რა დროსაც ადგილობრივები უფრო ჭარბობდნენ, ვიდრე დევნილები. ამიტომ დღეს მხოლოდ დევნილებს მოვემსახურეთ“ – განაცხადა TSpress-თან საუბრისას ჭეიშვილმა.

მისი თქმით, სამომავლოდ ფოთის მერიის მიერ დაგეგმილია ქირურგიული ცენტრის მოწვევა, რითაც ყველა ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ უფასო სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქირურგიული ცენტრის მიერ 16–17 აგვისტოს, 26 მაისის ქუჩაზე, N-I საბავშვო ბაღში მიმდინარეობდა.

კომენტარები