ურეკში, მოსახლეობის უმრავლესობას დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან, სასტუმროებიდან და სავაჭრო ადგილებიდან წყალი ვედროებით გამოაქვს. ურეკში მთელი დღის განმავლობაში წვიმს.

ოზურგეთის გამგებლის, კოტე შარაშენიძეს განცხადებით, ამოტუმბვის სამუშაოებზე სამაშველო სამსახურის 6 ჯგუფი მუშაობს, რაც მოახლეობის თქმით არასაკმარისია.

“ურეკში სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს, რაც ძლიერი წვიმის შედეგად, დაბის დატბორვას იწვევს”- განაცხადა TSpress – თან საუბარში გამგებელი.

დღეს დილით, ძლიერი წვიმის შედეგად დაბა ურეკი დაიტბორა. დამსვენებლები საკურორტო ზონას მასობრივად ტოვებს, რის გამოც გზაზე შექმნილია საცობები.

კომენტარები