დღეს დილით, პრეზიდენტსა და მის კორტეჟს სამეგრელოს რეზიდენციის დატოვებისას, „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია და მისი მომხრეები სტვენითა და შეძახილებით გაეკიდნენ. დაცვამ მათ მიახლოების საშუალება არ მისცა, ადგილზე გამოძახებული იყო პატრულიც.

პატრული იძულებული გახდა აქციის მონაწილეებისთვის გზა გადაეკეტა.

მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოს რეზიდენციასთან, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მონაწილეები პრეზიდენტის ზუგდიდიდან წასვლას მოითხოვდნენ და სხვადასხვა შეძახილებით სკანდირებდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წუხელ სამეგრელოს რეზიდენციაში იმყოფებოდა.

კომენტარები