ბენდი 1998 წელს კოკა ცქიტიშვილის თაოსნობით შეიქმნა. იგი დღესაც ბენდის ლიდერი, ბასისტი და ვოკალისტია. მასთან ერთად განახლებულ შემადგენლობაში უკრავენ: გიტარისტი თამაზ თხინვალელი, დრამერი: დავით მანიჟაშვილი და კომპოზიტორი რომა რცხილაძე.

1998-2013 წლებში ბენდს გასტროლები ჰქონდა დანიაში, გერმანიაში, შვედეთში, ბელგიაში, რუსეთში, ტაილანდში, ნიდერლანდებში და ნორვეგიაში და უკრავდა ამ ქვეყნებში გამართულ, როკის, პოპის, ბლუზის და ჯაზის ფესტივალებზე.

ბენდის წევრები Tspress-თან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ფოთში გემოვნებიანი მსმენელია: „ფოთში გემოვნებიანი თაობა იზრდება, დღეს მსოფლიოში იშვიათად უსმენენ ბლუზს, ამიტომ ეჭვი მეპარებოდა, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა,“- აღნიშნა რომა რცხილაძემ.

„ფოთში მეორეჯერ ჩამოვედი, როგორც წინათ, დღესაც მაყურებლიდან მოდიოდა ენერგია!“ -განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა კოკა ცქიტიშვილი.

საღამოზე დასწრება უფასო იყო, ხოლო საორგანიზაციო ხარჯი, ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურს 4000 ლარი დაუჯდა.

კომენტარები