ფოთში, “ქართული ოცნების” ოფისის წინ, პატიმრის, რუსლან გუგნავას საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით ჩატარებულ აქციას, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი კამერით იღებდა.

პოლიციას მიზეზი არ განუმარტავს.

აქციის მონაწილეები კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პოლიციამ გადაღებული კადრები მათ წინააღმდეგ გამოიყენოს.

“იგივე ხდება, რაც “ნაციონალების” პერიოდში ხდებოდა. გადაიღეს აქცია, ახლა კადრებში მონაწილეებს ამოიცნობენ და მერე სხვადaსხვა ხერხით თითოეულ მათგანს დააშინებენ, რომ მსგავს ფატქებზე პროტესტი არ გამოხატონ.”- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შსს ფოთის სამმართველოს უფროსი, ზურაბ ალანიამ მოუცლელობის მიზეზით TSpress – თან საუბარზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ფოთელი პატიმრის, რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. ისინი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, მოძრაობა საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ აღდგა.

პატიმრის ადვოკატის, ვლადიმერ ჩიტაიას თქმით, რამდენიმე დღის წინ პატიმარმა სამედიცინო დახმარების მოთხოვნით შიმშილობაც დაიწყო, თუმცა უშედგოდ, რის შემდეგაც მან მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. როგორც ადვოკატი ამბობ ამჟამად მისი მდგომარება მძიმეა და სასწრაფო სამედიცინო დამხარებას საჭიროებს.

ამავე თემაზე:

დაპირისპირება აქციაზე “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის [Video]

პატიმრის მხარდასაჭერი აქცია ფოთში “ქართული ოცნების” ოფისის წინ [Video]

კომენტარები