ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს ოსტამარის მუნიციპალიტეტის (შვედეთი) წარმომადგენლებმა საკუთარი პროექტი „ ადგილობრივი დემოკრატიის განვითრება“ გააცნეს, რომლის განხორციელებასაც ისინი ფოთში გეგმავენ.

პროექტის კოორდინატორის, სტეფან ედელსვარდის განმარტებით, იგი ხელშეუწყობს ადგილობრივი დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თვითმმართველობას, ადგილობრივ არასამთავრობო და ახალგაზდული ორგანიზაციის წევრებს.

„არ არის სავალდებულო, ორგანიზაცია რომელიმე პარტიას ეკუთვნოდეს. ჩვენი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და არა რომელიმე პარტიის ინტერესების გატარება“- განაცხადა სტეფან ედელსვარდიმ.

პროექტი შემდეგ საკითხებში ტრენინგების ჩატარებას ითავლისწინებს:

*ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები

*მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღებაში

*გენდერული თანასწორობა

*ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება

*ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა და მისი გონივრული დაწილება, მონიტორინგი და შეფასება

* პროექტის მენეჯმენტი, მონიტორინგი და შეფასება

*სტრატეგიული დაგეგმარება მუნიციპალიტეტისათვის

*ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და კონცეფციის ახალი მიმართულება

*ცვლილებები ადგილორივი მართველობის საარჩევნო კანონში

* ადგილობრივი თვითმმართველობა ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების ჭრილში

*არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა

*არასამთავრობო ორგანიზციები და სამოქალაქო საზოგადოება.

პროექტის განხორციელებისთვისა და კადრების გადამზადებისთვის 230 000 ევროა გამოყოფილი. ტრეინინგებს „ჯიპას“ ტრენერები ჩაატარებენ.

ფოთში პროექტის კოორდინატორები სტეფან ედელსვარდი და თალიკო ალავერდაშვილი იქნებიან.

კომენტარები