შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელ ციკლონთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების მისაღებად და საგანგებო რეჟიმში მუშაობის მიზნით ფოთში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა – აცხადებს TSpress – თან საუბრისას ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ ზურაბ ჯამბურია.

ამ წუთებში სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მერთან, დავით სარსანიასთან იკრიბებიან.

ფოთის სამაშველო სამსახურის უფროსის, თენგიზ ხაზალიას თქმით, ისინი განიხილავენ უსაფრთხოების, პრევენციულ და სამოქმედო გეგმას.

მისი თქმით, მოდევნო ორი დღე ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და საჭიროებისამებრ დახმარებას ყველა ოჯახს აღმოუჩენენ.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემებრს საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელ ციკლონთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გააკეთა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი ყველა მუნიციპალიტეტი გააფრთხილა, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია, რათა ციკლონს მომზადებულად შეხვდნენ.

” 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, ძლიერ, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ იწვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები”- აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები