ფოთში, ნაბადის უბანში ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში მცხოვრები დევნილები კორპუსების 3– 5 მეტრში ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიერ სარკინიგზო, საბაჟო და საავტომობილო გზის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებას სამუშაოების შეჩერებას თხოვენ და პროექტის განხილვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების მოწყობას გეგმავენ.

საუბარია ნაბადის უბანში გაფორმების ეკონომიკური ზონამდე (გეზი) მისასვლელ გზაზე , სადაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად მრავალწლიანი ხეებიც გაჩეხეს.

მათი თქმით, ადგილზე მოსულმა ხელისუფლების წარმომადეგნლებმა, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ჯამბურიამ განუმარტა, რომ ხეების გაჩეხვაზე ნებართვა საკრებულოსგან ქონდათ მიღებული.

ოთარ იოსელიანის განმარტებით, პროექტი მოსახლეობასთან შეთანხმებული არ ყოფილა და გზა მათ სამომავლოდ უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს შეუქმნის.

“თავიდან სიტყვიერ დონეზე გვითხრეს, რომ გზა მოსახლეობიდან 5 მეტრის მოშორებით გაივლიდა, ახლა კი კორპუსის გვერდით რამდენიმე ნაბიჯშია, ვინ მიცათ ამის უფლება? შეჩერდრეს პროექტი, მოეწყოს განხილვა, ბინებს ბზარები უკევ აქვთ, რა იქნება შემდგომში ხომ წარმოგიდგენიათ.”– განაცხადა TSpress -თან საუბარში იოსელიანმა.

მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე მათ წერილობით პორტის ხელმძღვანელობას, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, ეკა ბესელიას და მერია– საკრებულოს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ფოთის საკრებულოს წევრის, გიორგი შამუგიას განმარტებით, პროექტის განხილვის პერიოდში საკრებულომ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, მოსახლეობამ გზის გაყვანის პროცესში განსაზღვრა პრიორიტრეტები და მოითხოვეს ეზოს კეთილმოწყობა, სკვერის გაკეთება და ალტერნატიული გზის გაყვანა.

შამუგიას თქმით, მოსახლეობის წინადადების შესრულებაზე, პორტის წარმოამდგენელმა, დევი გვალიამ თანხმობა გამოთქვა. ამ დროსითვის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის სამუშაოებიმიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზურაბ ჯამბურიას თქმით, ხეების გაჩეხვაზე ნებართვა პორტმა მერიისგან მიიღო.

კომენტარები