ფოთში უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია. დღის განმავლობაში ქალაქში დროგამოშვებით წვიმს. საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს მერიის შესაბამისი სამსახური, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევას ადგილი არ ქონია, ამ დროისთვის დახმარების მიზნით მოსახლეობას ხელისუფლებისთვის არ მიუმართავს.

ფოთის პორტის ინფორმაციით, ზღვის ღელვა 3- 6 ბალამდე მერყეობს, რაც შემოდგომა- ზამთარში ჩვეულებრივ დამახასიათებელია. ზღვის ღელვისა და პრევენციის გამო ფოთის პორტში სამუშაოები ნაწილობრივ შეჩერებულია.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ ჯამბურიას თქმით, ქალაქის ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს.

მისი თქმით, ქალქის მასშტაბით ყველა არხისა და სატუმბი სადგურის შემოწმება ხდება.

“ზღვა რიონის წყალს ღებულობს, რიონი კი წვიმის წყალს და პრობლემა ამ დროსითვის ამ მხრივაც არ არსებობს”- განმარტავს ის.

უხვი ნალექი ფოთში დღეს დილით მოვიდა. 1სთ – იანმა გადაუღებელმა ძლიერი წვიმამ სხვა წვიმიანი დღეების მგავსად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა, თუმცა მანქანების მოძრაობას პრობლემები არ შექმნია.

წყალმა გადინება, წვიმის გადაღებისთანავე დაწყო, მას შემდეგ ძლიერი წვიმა ან ქარი არ დაფიქსირებულა.

კომენტარები