“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდმა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა, მოვალეობის შემსრულებლად კი, თამაზ ტყემალაძე დაინიშნა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ემზარ გოგუაძის განცხადებით, გენერალური დირექტორის გადაყენების მიზეზი, ფინანსური საკითხები იყო.

“საყოველთაოდ ცნობილია, რომ გათავისუფლების მიზეზი გადაცემების აღწერილობასთან დაკავშირებული საკითხები იყო, რომელთაც არ ახლდა ფინანსური დასაბუთება” – აღნიშნა გოგუაძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას გოგუაძემ მასზე განხორცილებეულ ზეწოლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კონტრდაზვერვის თანამშრომელი ირაკლი ციბაძე მის გადაბირებას ცდილობდა. როგორც ამბობს, ბარათაშვილის გადაყენებაზე პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ მას მაღალ თანამდებობას და მინისტრობასაც კი დაპირდა.

გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის პოსტიდან სამეურვეო საბჭოს 9 წევრმა ერთხმად გადააყენა. გენერალური დირექტორის პოსტზე კონკურსი ათი დღის ვადაში გამოცხადდება.

საბჭომ ბარათაშვილი თანამდებობიდან 6 თვის წინაც გადააყენა, თუმცა, მოგვიანებით ის სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე დაბრუნდა.

კომენტარები