„ნატახტარის“ ლუდის ფესტივალი ფოთში, ცენტრალურ პარკში და ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე 7-8 სექტემბერს, 17სთ– ზე ჩატარდება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის ხუთი ბრენდი: ნატახტარი, მთიელი, კაიზერი, კოზელი და ეფესი.

გაიმართება სხვადასხვა სახის თამაშები და შეჯიბრებები ლუდის სმაში. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემათ უფასო ლუდი. საგანგებოდ გაწყობილ ლიმონათის კუთხეში ბავშვების გართობაზე იზრუნებენ ანიმატორები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: Strong Men, Agora Lifeband, დავით ილურიძის ბენდი, Latino Boys, REGGEYON, „ზარები“, Evening Project, The goblins, „ნალი“, Natural Born Lovers (ft Poul) და „ფრანი“.

კომენტარები