ფოთის ცენტრალურ პარკში “ნატახტარის” ლუდის ფესტივალი მიმდინარეობს.

პარკში, შადრევანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ლუდის დახლები. მიმდინარეობს სხვადასხვა სახის თამაშები და შეჯიბრებები ლუდის სმაში.

ლუდის ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ კონცერტში მოანწილეობას ღებულობენ ანსამბლები: Strong Men, Agora Lifeband, დავით ილურიძის ბენდი, Latino Boys, REGGEYON, „ზარები“, Evening Project, The goblins, „ნალი“, Natural Born Lovers (ft Poul) და „ფრანი“.

ფესტივალი ფოთში, დღეს 19 სთ – ზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ფოთის შემდეგ, ხვალ 8 სექტემბერს ლუდის ფესტივალს ზუგდიდი უმასპინძლებს.

კომენტარები