სამინისტრო განმარტავს, რომ ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში.

სამინისტროს ინფორმაციით, ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს, რომელმაც 2012 წლის ივლისში ხელი ხერხით ხელი გადაიჭრა, მას ოპერაცია ექიმმა ჯემალ ჯიქიძემ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ჩაუტარა. პაცინეტი პატიმარი არასდროს არ ყოფილა.

ფოტოსურათი გაზეთ “ქრონიკა + ” – ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ დღეს “პირველი რადიოს” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

“მე გადმომცეს ფოტო მასალა, სადაც აღბეჭდილია პატიმარი, რომელსაც ხელი მოაჭრეს”- განაცხადა კილაძემ. მისი განცახდების შემდეგ ფოტოები რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა.

კომენტარები