ბოლოს აქ პატრიარქმა 4 დღე დაჰყო და შენობაც აკურთხა. მესტიელების თქმით, მისი უწმინდესობა ძალიან კმაყოფილი იყო. გამგზავრების წინ მან თქვა, რომ მსგავსად საქართველოს არც ერთ კუთხეში ყოფნისას არ დაუსვენია.

ხის შენობა დაახლოებით 1000 კვ.მ მიწის ფართობზეა აგებული. შენობაში 7 საძინებელი, ამდენივე მისაღები ოთახი და სააბაზანე, ასევე 150 კვ მ-მდე მისაღები ოთახია. სიდიდითა და განსხვავებული დიზანით გამოირჩევა პრეზიდენტის დასასვენებელი ოთახები. მის ოთახს საუნა ესაზღვრება. შენობას მოპირდაპირედ, ორი დამხმარე ნაგებობა დგას, სადაც დაცვა და ტექპერსონალია განთავსებული.

არაოფიციალური ინფორმაციით, მშენებლობა დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაჯდა და მასში ბიზნესმენები საკუთარი თანხებით მონაწილეობდნენ. ამიტომაც, დაზუსტებული ინფორმაცია შენობის ღირებულების შესახებ, არ არსებობს. მაგალითად, გაზეთ “ვერსიის” ინფორმაციით, ბიზნესმენმა გურამ კვირიკაშვილმა მშენებლობაში საკუთარი 400 ათასი ლარი დახარჯა. მას დაპირდნენ, რომ თანხას დაუბრუნებდნენ, თუმცა ამის ნაცვლად, მისი საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა და კოლოსალური ჯარიმა დააკისრა. ბიზნესმენი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. დაბრუნების შემდეგ მან გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

კომენტარები