“რაც ე.წ. საზღვრებთან ხდება იმის შედეგია, რაც მათ გააკეთეს. შედეგი ზუსტად მათი უმეცრების და სისულელეების. თუ ნახავთ თქვენ კარგ მასწავლებელს, ვისაც აქვს კარგი მიღწევები, სიამოვნებით ყველას მოვუსმენდი, მაგრამ ის ვერ გამოდგება კარგ მასწავლებლად. სააკაშვილს აქვს ლომის წილი ყველაფერში, რაც ხდება. ახლა დავუჯდე და სააკაშვილმა უნდა მასწავლოს ჭკუა?”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღე საქართველოს 2008 წელს ჩადენილი დიდი უმეცრებების შედეგებს იმკის.

“არავინ ამართლებს რუსეთის აგრესიას, რომ ოკუპირებულია ტერიტორიები, მაგრამ მათი დიდი უმეცრების გარეშე, ეს არ მოხდებოდა. მათ გააკეთეს უამრავი სისულელე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის თამადობით. ახლა რომ პოზიციას იჭერენ, სულ უნდათ გვასწავლონ, რომ ისინი კორექტულები იყვნენ. სანამ მოხდებოდა 2008 წელი, განა მანამდე არ მოხდა ურთიერთობების გაფუჭება რუსეთთან და ჩიხში შეყვანა, ამ კაცს არა აქვს ლომის წილი ამაში, დღეს უნდა ვისწავლოთ მისგან ჩვენ? იგივე რიტორიკას აგრძელებს და გონია. ის, რასაც მიაღწიეს მათ და, პირადად, სააკაშვილმა, მაგისგან სასწავლებელი ჩვენ არაფერი გვჭირს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა პრინციპული და თანმიმდევრული იქნება და მიხეილ სააკშვილის მთავრობის მიერ “გაფუჭებულ საქმეს აუცილებლად გამოასწორებენ, თუმცა, ამას დრო სჭირდება”.

მისივე თქმით, ახლა არ არის ქიშპობის დრო. “მე მზად ვარ, დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია. ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. ახლა მოქმედების დროა, სწორედ ახლა მწყობრად და კოორდინებულად უნდა ვიმოქმედოთ”,-აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები