“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის გახნისა და მხარდამჭერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს ერთ-ერთმა მოქალაქემ, ვახტანგ ხაინდრავამ კინოთეატრის არარსებობის გამო უსაყვედურა. მან პრეზიდენტობის კანდიდატს “გაუკეთებელი საქმეებიც” შეახსენა, მაგრამ კინოთეატრის გარდა, ვერაფერი დაასახელა.
ხაინდარავას თქმით, წინა ხელისუფლების 9-წლიანი დაპირების მიუხედავად, რომ კომპანია “ვისოლი’ ფოთში კინოთეატრს ააშენებდა, კომპანია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს.
“რა გააკეთეთ ამ 9 წლის მანძილზე, ერთი რამ მითხარით, რა გაკეთდა ფოთში? – აღნიშნა მან.
პრეზიდენტობის კანდიდატის მაგივრად მოქალაქეს საკრებულოს ნაციონალმა წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ უპასუხა
-“ტაძარი, თეატრი…რომელი ერთი გითხრა? ერთს კი არა, ასს გეტყვი! უნდა დაინახო და ნახავ. თუ არ დაინახავ, ვერასდრო სვერ მიხვდები”- უპასუხა მან.
ბაქრაძის თქმით, ეს შეხვედრა არ ითვალისწინებდა ფორმატს – რა გაკეთდა და რა – არა. “რომ არ ჩამეთვალოს, რომ ხმის გამო გპატიჟებთ, მერე ჩამოვალ ფოთში და წყნარად დავილაპარაკოთ”- მიმართა მოქალაქეს ბაქრაძემ და მომავალში შეხვედრის უზრუნველყოფა რწმუნებულს, თენგიზ გუნავას დაავალა.
-“ერთხელ მაინც გეკითხა ჩემთვის და გიპასუხებდი, რა გაკეთდა”- მიმართა გუნავამ მოქალაქეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ფოთში ამომრჩეველს შეხვდა.
ამავე თემაზე:
დავით ბაქრაძე – ადამიანს მთავრობაში კი არა, ოჯახში თუ არ აკონტროლებ, არ გაგიკეთებს არაფერს [Video]
დავით ბაქრაძის მხარდამჭერი – ერთ დროს თინა ხიდაშელი მომწონდა [Video]
ბაქრაძის ფოთელი მხარდამჭერები [Video]
დავით ბაქრაძე ოპონენტებს წინასაარჩევნო კამპანიის ერთი დღით შეწყვეტას სთავაზობს [Video]
კომენტარები