“ბენზინზე ფასები ვერ განახევრდება, ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ დაკლების ტენდენცია იქნება, ფასი მემგონი უახლოეს მომავალში გაიაფდება, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ქართული დელეგაცია აზერბაიჯანსი იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს.

ივანიშვილის განცხადებით, საწვავის ტრანზიტით “გაკეთებული ფული” კონკრეტული მაღალჩინოსნების მიდიოდა, რაზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

“ზურაბ ადეიშვილი და მისი ჯგუფი ახორციელებდა მონიტორინგს მთელ ბიზნესზე და ბაზრობაზე მდგომი ქალბატონებიც კი ჰყავდათ აღრიცხვაზე და ნებისმიერ გადარიცხვას თვალყურს ადევნებდნენ. ტრანზიტებით ფული კეთდებოდა და ჯიბეებში გადადიოდა და ამაზე პროკურატურა მუშაობს, დღეს კი ის რაც ჯიბეებში გადადიოდა გაზსა და ნავთობზე დღეს სახელმწიფოს ხმარდება”- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” შეუსრულებლ დაპირებეზე საუბრისას, ხელისუფლებას ბენზინზე ფასის დაწევის დაპირებას მუდმივად ახსენებენ. აღნიშნულზე ფოთში, საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემაც ისაუბრა.

“დადიოდა ოპოზიცია და იძახოდა, ბენზინი ძვირი ღირს იმიტომ, რომ ლარი მიდის სააკაშვილის ჯიბეში, ახლა ხომ იგივე ღირს? ახლა ვიარო და ვიძახო, ის ლარი მიდის ივანიშვილის ჯიბეში და ამიტომ არ იაფდება-მეთქი? “- აღნიშნა მან.

კომენტარები