გარდაცვლილის დედის, მთვარისა ძველაიას თქმით, 4 ოქტომბერს გოგა ძველაია პოლიციამ სახლიდან სხვა მიზეზით გაიყვანა. მისი თქმით, მას შეყვარებული ყავდა, რომლის ახლობლებთან მას დაპირისპირება მოუვიდა და მათთან საკითხის მოგვარების მიზნით ის პოლიციამ წაიყვანა

“სამსახურში ვიყავი, მითხრეს, რომ გოგა პოლიციამ წაიყვანა შეყვარებულის ახლობლებთან შესარიგებლად, რომელთანაც ჩხუბი მოუვიდა. არ ვიცი, რა იყო მათი დაპირისპირების მიზეზი, ალბათ ოჯახს არ უნდოდა. დავიწყე მისი მოკითხვა, პოლიციელებმა მითხრეს ჩვენ სახლთან, სკოლასთან ჩამოვსვითო. რატომ არ მიიყვანეს სახლში მშობლებთან არასრულწლოვანი? ამის მერე 3 საათის განმავლობაში ვეძებდი, მერე აღმოჩნა, რომ პოლიციელებმა დააკავეს ბარის ქურდობაზეო, ხელში ეკავა ნაქურდალი ნივთებიო”- აღნიშნავს დედა.

ძველაია პოლიციამ კაფე-ბარ „ფიფინოს“ ქურდობის ბრალდებით დააკავა. სამართალდამაცვები მას ძველი მუსიკალური ცენტრისა და მწყობრიდან გამოსული სალარო აპარატის წაღებას ედავებოდა.

სასამართლოში მოწმეებად 12 პოლიციელი გამოვიდა. საქმეზე სხვა თვითმხილველი არ ყოფილა. პოლიციელების ჩვენების საფუძველზე და მოპარული ნივთების დაბალი ღირებულების გამო სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის შემთხვევაში ის გათავისუფლდებოდა.

მთვარისა ძველაიას თქმით, მანქანის „მაგნიტოფონის“ ქურდობის ფაქტზე ის ადრეც იყო პატიმრობაში და ის პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა.

სენაკის პოლიცია და კაფე- ბარ “ფიფინოს” მფლობელი

სენაკის პოლიცია გოგა ძველაიას დაკავების საქმეზე კომენტარს არ აკეთებს. პოლიციის სამმართველოში TSpress – ს განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე არც პოლიციის უფროსი და საქმეში მონაწილე სხვა პოლიციელები არც კომენტარს გააკეთებდნენ და არც გაესაუბრბოდნენ.

“ასეთი აკრძალვა გვაქვს, როცა მოხსნის ხელმძღვანელობა ამ აკრძალვას დედას გეფიცებიტყ იმდენ რამეს მოგიყვებით”- აღნისნა ერთ-ერთმა პოლიცილემა.

TSpress ესაუბრა კაფე-ბარ “ფიფინოს” მფლობელმა, ელვარდი დუდუჩავას. მან ვიდეო კომენტარზე უარი განაცხდა, თუმცა განმარტა, რომ პოლიციისთვის მას არ მიუმართავს. ის პოლიციას არც დაუკითხავს, მოწმის სახით არც სასამართლოზე დაუბარებიათ.

“თვითონ პოლიციამ შემატყობინა კაფე-ბარი გატეხილიაო და წაღებული რაღაცებიო, ეს ბარი რამდენი ხანია არ ფუნქციონირებს, რა იყო აქედან წასაღები, პოლიციამ მითხრა., რაღაც ძველი გაფუჭებული მაგნიტოფონი და სალარო აპარტი იყო და ის მოიპარაო. გვერდითა მხრიდან ფანჯრის მინააო ჩამტვერული, არ ვიცი ამ ბავშვმა გატეხა და არ ვიცი თვითონ პოლიციამ.”- აღნიშნა ბარის მფლობელმა.

იურისტი ლადო სანიკიძე სასირცხვილო პრაქტიკას უწოდებს, ქვეყანაში პოლიციელების მოწმის საფუძველზე პირის დაკავება-გასამართლებას.

“პირველი სასამართლო შეეხებოდა აღმკვეთ ღონისძიებას და შესაძლებელია სხვა მოწმეები შემდგომ დაკითხულიყვნენ, მაგრამ დაკავების, ჩხრეკის ოქმის შედგენისას ქუჩაში ხალხი არ იყო, მხოლოდ პოლიციელები იყვნენ. ახსნა განმარტება უნდა აეღოთბარის მფლობელისგან და ა.შ. შესაბამისი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებით ბრალის წაყენება ამ ქვეყანაში ერთ-ერთ დიდ და მთავარ პრობლემად მიმაჩნია.”- განმარტავს იურისტი.

კომენტარები